აშშ-ის ხელისუფლების პრეტენზიების დასარეგულირებლად Credit Suisse 495 მლნ დოლარის ჯარიმას გადაიხდის

აშშ-ის ხელისუფლების პრეტენზიების დასარეგულირებლად Credit Suisse Group AG 495 მილიონ დოლარს გამოყოფს. საუბარია შვეიცარული ბანკის იპოთეკურ ობლიგაციებზე.

სარჩელი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2013 წელს ნიუ-ჯერსელმა პროკურორმა შეიტანა და ბანკისგან 3 მილიარდი დოლარის ანაზღაურება მოითხოვა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დაწყებამდე გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების მფლობელთა ზარალის კომპენსაციისთვის.

ორშაბათს Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხა, რომლის გადახდაც მას მარეგულირებელთან შეთანხმებით მოუწევს, მანამდე იყო რეზერვირებული. ბანკი ჯერაც მრავალი ასეთი საქმის გადაწყვეტის პროცესში იმყოფება, თუმცა ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი იყო დანარჩენებისგან.

ცნობისათვის, ორშაბათს ბანკის აქციები 1,2%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან კი, აქციების საერთო ღირებულებამ 50%-ით იკლო.

ეკა დარჩიაშვილი