ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის გაოთხმაგდა

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის, გაოთხმაგდა. კერძოდ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მარტში საქართველოში 21,881 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში კი 83,059 მლნ აშშ დოლარის. ამასთან, მზარდი იყო ყოველთვიური მონაცემებიც.

უფრო დეტალურად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, რომელ თვეში, რა რაოდენობის პროდუქტი შეიძინა საქართველომ რუსეთისგან:

  • მარტი - 21,881 მლნ აშშ დოლარი
  • აპრილი - 29,097 მლნ აშშ დოლარი
  • მაისი - 50,342 მლნ აშშ დოლარი
  • ივნისი - 59,681 მლნ აშშ დოლარი
  • ივლისი - 70,031 მლნ აშშ დოლარი
  • აგვისტო - 83,059 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური