ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან ნავთობს შპს "ზდ ნავთობკომპანია" შეიძენს

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან" ნავთობს შპს "ზდ ნავთობკომპანია" შეიძენს.

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ავრცელებს. "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" დღეს ნავთობის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი გაიმართა და გამარჯვებული გამოვლინდა. აუქციონში შპს "ზდ ნავთობკომპანიამ" გაიმარჯვა და ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისთვის კორპორაციას 8.7 აშშ დოლარის ფასდაკლება შესთავაზა. "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 21 000 ტონამდე Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი 2015 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა", - ნათქვამია განცხადებაში.