გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზესტაფონში, სპეციალურად მოწყობილი შენობის ქვეშ წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ზესტაფონში, სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) მოპოვების მიზნით, მოქალაქეებს, სპეციალურად მოწყობილი შენობის ქვეშ, გვირაბი ჰქონდათ გაყვანილი. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილია 0,6 ტონა უკანონოდ მოპოვებული წიდა. ასევე აღმოჩენილია ე.წ. ჩამბარებელი პუნქტი, სადაც დასაწყობებული იყო 24 ტონა უკანონოდ მოპოვებული სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი.

მათივე ცნობით, უკანონოდ მოპოვებული წიაღისეული დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.