BP განახლებადი გაზის მწარმოებელ კომპანიას 4,1 მლრდ დოლარად ყიდულობს

ბრიტანული სანავთობო კომპანია BP Plc განახლებადი გაზის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას Archaea Energy Inc. 4,1 მლრდ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ კომპანიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

BP-მ Archaea-ს ერთ აქციაში 26 დოლარის გადახდის მზაობა გამოთქვა, რაც რეალურად კომპანიის აქციების ბოლო ერთი თვის საშუალო ფასზე 38%-ით მეტია - წერს MarketWatch.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოხდება Archaea-ს ინტეგრირება BP-ის ბიოენერგეტიკულ ბიზნესში, რომელმაც ამ დარგში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა - წერია განცხადებაში.

მხარეები მოელიან, რომ კონტრაქტის საბოლოო გაფორმება წლის ბოლომდე მოხდება.

Archaea Energy - ეს არის ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი განახლებადი ბუნებრივი აირის კომპანია და ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე მისი აქციები მკვეთრად - 52,6%-ით გაძვირდა.

კოკა კვირკველია