როგორი იქნება სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაც ავლაბრის მოედანზე იგეგმება (+ფოტო)

ავლაბრის მოედანზე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ გვერდით, სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტი მერიასთან უკვე შეთანხმებულია, დამკვეთი კი შპს "ეი-პი-ეს"-ია.

როგორც მერიაში შეტანილი განცხადებიდან ირკვევა, საპროექტო შენობა შედგება 2 მიწისქვეშა და 3 მიწისზედა სართულისგან.

„-2 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი 93 ავტომანქანაზე, მათ შორის ოთხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. ავტოსადგომში მოხვედრა შესაძლებელია შიგა ეზოს მხრიდან სამანქანო პანდუსით. -1 სართულზე განთავსებულია საცალო და საბითუმო ვაჭრობის მაღაზიები.

avlabari2-1666080093.png

რაც შეეხება მიწისზედა სივრცეებს, შენობის მიწისპირა და პირველი სართული დაეთმობა სავაჭრო, ხოლო მეორე სართული საოფისე სივრცეებს. წყლის რეზერვუარის და სახანძრო ტუმბოს ოთახი მდებარეობს -2 სართულზე,“- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

avlabari-1666080069.png

თაია არდოტელი