დიმიტრი მედვედევმა საკუთარი ”ფოლოუერებისთვის” ”სელფი” გადაიღო

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში საკუთარი "ფოლოუერებისთვის" სპეციალურად "სელფი" გადაიღო.

მან "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ფოტო, რომელშიც ის "ნიკონის" აპარატით სარკის წინ დგას. "სელფს" ახლავს წარწერა: "ერთი მილიონი "ფოლოუერი", მადლობა". Instagram-ის გარდა, დიმიტრი მედვედევი აქტიურად სარგებლობს სხვა სოციალური ქსელებითაც. Facebook-ზე მას 1,3 მილიონი "ფოლოუერი" ჰყავს, ВКонтакте-ში 2 მილიონზე მეტი, Twitter-ში კი 3.5 მილიონი.