პრემიუმ კლასის  კომპლექსი ბაკურიანში, რომელიც ყველა დამსვენებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს

კურორტი, რომელიც ყველა სეზონზე გაძლევს სარგებელს და არასდროს კარგავს აქტუალობას - ეს ბაკურიანია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი მიმართულებაა.

უნიკალური ჰავის, მინერალური წყლის, წიწვოვანი ტყით შემოსილი მიდამოების, სასრიალო ტრასებისა და შთამბეჭდავი საპიკნიკე ადგილების გამო კურორტი ერთნაირად მიმზიდველია როგორც საოჯახო, ისე სპორტული დასვენებისთვის, რაც აქ არსებულ უძრავ ქონებაში ინვესტირებას უფრო მიმზიდველს ხდის.

გართობისა და განტვირთვისთვის ბაკურიანში ერთნაირად მოიძებნება ადგილები. კურორტზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად ვითარდება ინფრასტრუქტურა, შენდება პრემიუმ კლასის დასასვენებელი აპარტამენტები და სასტუმროები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ორგანულად უნდა ერწყმოდეს კურორტის იერსახეს (პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 591-ე დადგენილება, რომელიც ადგენს შენობის სიმაღლის ზედა ზღვარს და ა.შ). მათ შორის არის პრემიუმ კლასის კომპლექსი „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“, რომელიც ყველა მოთხოვნის მქონე დამსვენებელზეა მორგებული და ჯამში 5 000 კვ.მ გამწვანებულ ტერიტორიას მოიცავს.

კონკრეტული პროექტის მაგალითზე მარტივად შეიძლება ითქვას, რატომ არის კურორტი ყველა დამსვენებელზე მორგებული და როგორ ავითარებს აღნიშნულ მიმართულებას „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“:

ბავშვებზე ადაპტირებული გარემო

ოჯახური დასვენება ზოგიერთ კურორტზე გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რასაც ვერ ვიტყვით ბაკურიანზე, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე პატარების საყვარელი ადგილია.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ დასასვენებელ კომპლექსში გასართობი და სათამაშო სივრცეები თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი და უსაფრთხოების ყველა ნორმას აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსი მდებარეობს ამირანის პარკთან, 25-იანი სასრიალო ტრასის სიახლოვეს, სადაც ზამთრის არდადეგებს პატარები ყველაზე მხიარულად ატარებენ ხოლმე.

ყველა სერვისი რაც შეიძლება დასვენებისას მოისურვო

15-მეტრიანი დახურული აუზი, რესტორანი, სასტუმრო, სასეირნო ბილიკები, საპიკნიკე ადგილები - „ტერასა რეზორთ ბაკურიანში“ ყველაფერია, რაც შეიძლება ნებისმიერმა დამსვენებელმა განტვირთვისთვის მოინდომოს. რაც მთავარია, ობიექტებით სარგებლობა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.

საინვესტიციოდ გათვალისწინებული აპარტამენტები

ბაკურიანზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, უძრავი ქონების შეძენის მსურველები უკვე პრემიუმ კლასის პროექტებით ინტერესდებიან, რაც განპირობებულია იმ გარემოსა და სერვისების ერთობლიობით, რასაც ჩვეულებრივი აპარტამენტის შეძენისას ვერ მიიღებდნენ.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პროექტი ითვალისწინებს სრულად გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით გაწყობილ აპარტამენტებს, სადაც თითოეული დეტალი ჰარმონიულად და კომფორტულად დასვენებისთვის არის გათვალისწინებული.

ობიექტები და სერვისები კი, რომელიც აპარტამენტს მოჰყვება, მის საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის. Booking.com-ის კვლევის მიხედვით ბაკურიანის აპარტამენტში განხორციელებული ინვესტიციის უკუგება 3-4 წელიწადშია შესაძლებელი, დამსვენებელთა რაოდენობა კი სულ უფრო იზრდება.

311948866-431445709133350-4137913839331631210-n-1666159742.jpg

გადახდის საუკეთესო პირობები

ნებისმიერს, ვისაც პროექტი საინვესტიციოდ, ოჯახური დასვენებისთვის, შვებულების სპორტულად გასატარებლად ან სხვა მიზნებით აინტერესებს, შეუძლია, აპარტამენტი სპეციალური პირობით: 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით შეიძინოს, დანარჩენი პირობები კი კომპანიასა და მომსახურე ბანკთან შეთანხმებით საკუთარ თავზე მოირგოს.

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ, კომპანიას საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და მისი წარმომადგენელი პირადად დაგიკავშირდებათ:

311177796-796381161627101-8472963595670223534-n-1666159773.jpg

(R)