„წყალში იყო ელექტროსადენები, რომლის წყალში გამოყენება არ შეიძლება“

„წყალში იყო ელექტროსადენები, რომლის წყალში გამოყენება არ შეიძლება,“ - ამის შესახებ კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„უკვე წარმოუდგენელია ორივე მხრიდან ამდენი დილეტანტიზმი!

1. რა შუაში არიან "სვარშიკები". სადაც მუშაობს შემდუღებელი, იქ ახლოს რა უნდა ელექტროსადენს, შედუღების ტემპერატურა არის 900⁰c - 1300⁰c?!

2. ვინ დაასკვნა, რომ არ შეიძლება 220 ვოლტზე მომუშავე ელექტროტუმბოს (პომპის) წყალში ჩადება?! სოფლად, ვისაც აქვს ჭაბურღილი, ყველას აქვს ესეთი "პომპა". "ელიავაზე" მაგის მეტი რა იყიდება!

3. წყალში იყო ელექტროსადენები, რომლის წყალში გამოყენება არ შეიძლება! ეგ არის კედლის, რომელიც თავის მხრივ "გოფრში" უნდა იყოს ჩადებული.

წყლისთვის არის სპეციალური სადენები სილიკონ-რეზინის იზოლაციით,“- წერს როსტომაშვილი.