მეზობელ ქვეყნებში რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - რა გადის საქართველოს გავლით

საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში რუსეთში რეექსპორტით 65,081 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 35,061 მლნ აშშ დოლარის.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში თურქეთთან რეექსპორტის მაჩვენებელმა 26,372 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 11,777 მლნ აშშ დოლარი.

წელს საქართველოდან სომხეთში 221,168 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა რეექსპორტით, ეს მაშინ, როდესაც, შარშან ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 78,369 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, წელს 9 თვეში საქართველოდან 338,066 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის რეექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 292,399 მლნ აშშ დოლარის.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელიც წელს მეზობელ ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა.

რუსეთი

მსუბუქი ავტომობილები - 44,865 მლნ აშშ დოლარი

ელექტრული წყალგამახურებლები - 7,362 მლნ აშშ დოლარი

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 3,183 მლნ აშშ დოლარი

ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 1,133 მლნ აშშ დოლარი

ფეროშენადნობები - 1,011 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი

ფეროშენადნობები - 4,375 მლნ აშშ დოლარი

მადნები და კონცენტრატები მოლიბდენის - 3,981 მლნ აშშ დოლარი

საფრენი აპარატები სხვა - 2,494 მლნ აშშ დოლარი

ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 2,300 მლნ აშშ დოლარი

მსუბუქი ავტომობილები - 2,108 მლნ აშშ დოლარი

სომხეთი

მსუბუქი ავტომობილები - 68,337 მლნ აშშ დოლარი

ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 13,717 მლნ აშშ დოლარი

ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5,892 მლნ აშშ დოლარი

კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 4,915 მლნ აშშ დოლარი

ნართი სინთეზური ბოჭკოებისგან, საცალო გაყიდვისთვის დაუფასოებელი - 4,727 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი

მსუბუქი ავტომობილები - 200,063 მლნ აშშ დოლარი

სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 17,274 მლნ აშშ დოლარი

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 15,994 მლნ აშშ დოლარი

ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსგან - 14,064 მლნ აშშ დოლარი

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 10,685 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური