სმარტფონები მოზარდებში სუიციდურ განწყობას დაადგენს

სამხრეთ კორეაში მობილური ტელეფონების აპლიკაციის მეშვეობით მშობლები მიიღებენ ინფორმაციას, რომ მათი შვილი თვითმკვლელობას აპირებს.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა მობილური ტელეფონებისთვის აპლიკაციის გამოყენებაზე, რომლის მეშვეობითაც მშობლები მიიღებენ ინფორმაციას, რომ მათი შვილი თვითმკვლელობას აპირებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, აპლიკაცია მოზარდების მიერ სოციალურ ქსელებში დატოვებულ კომენტარებსა და მათ შინაარსს გაანალიზებს. კომენტარში გამოყენებული სიტყვების მეშვეობით კი აპლიკაცია ავტორის სუიციდურ განწყობას დაადგენს. 

თუ მექანიზმმა ასეთი განწყობა დააფიქსირა, მოზარდის მშობლები სმარტფონზე საგანგაშო შეტყობინას მიიღებენ.

სამხრეთ კორეაში მოზარდებს შორის თვითმკვლელობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომელსაც ფსიქოლოგები ხშირად უკავშირებენ სკოლაში მკაცრი მოთხონებით გამოწვეულ სტრესს.

გასულ წელს სამხრეთ კორეაში თვითმკვლელობით სიცოცხლე 118-მა მოზარდმა დაასრულა.