ლიზ ტრასმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მთავრობა მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან გამოწვეული უკმაყოფილების შემდეგ არეულობამ მოიცვა.

”ვაღიარებ, რომ ვერ ვასრულებ იმ მანდატს, რომლითაც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია,”- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მისი თქმით, თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ მის მემკვიდრეს ოფიციალურად აირჩევენ პარტიის ლიდერად და მეფე ჩარლზ III-ე პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.