თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ფაქტობრივად, გრუნტოვანი იყო, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გზა, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

„პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 4.1 მილიონი ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.