კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და 3 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის სამწლიანი ტრეინინგ კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221 ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.