ბადრი ჯაფარიძე - სანქციებში სასიხარულო არაფერია, როცა ადამიანები სანქცირდებიან, ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია

რა თქმა უნდა, სანქციებში სასიხარულო არაფერია, როცა ადამიანები სანქცირდებიან, ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია, მაგრამ ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“, მათი ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, - ასე აფასებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრისთვის სანქციების დაწესებას.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ცხადია, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა.

„რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი. რა თქმა უნდა, თავისთავად სანქციებში სასიხარულო არაფერი არ არის, როდესაც ადამიანები სანქცირდებიან, ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი", - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.