„ერთი და იგივე ფოცხზე ვადგამთ ფეხს“ - რატომ არ ხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება

ბოლო რამდენიმე წელია, სახელმწიფო საწარმოები ფინანსურ წელს წაგებით ასრულებენ. გამონაკლისია 2021 წელი, თუმცა, აუდიტის სამსახურის ანგარიშით ირკვევა, რომ სახელმწიფო საწარმოების მოგება მთლიანად განპირობებული იყო ლარის გამყარებით.

რადიო ,,პალიტრას" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ფინანსისტი, გიგა ბედინეიშილი აცხადებს, რომ მთავრობას უბრალოდ არ აწყობს ობიექტების განკერძოება, რომელშიც გადასახადის გადამხდელების ფულს ხარჯავს.

„ორი მიზეზია, რატომ ვერ გადაიდგა ნაბიჯი სახელმწიფო საწარმოების მიდგომის გასაჯანსაღებლად. ერთია - მთავრობის მოტივაცია. მთავრობას არ აწყობს ამ კომპანიების პრივატიზაცია და მათი კონტროლიდან გასვლა. მეორეა, ასევე განათლებისა და ცოდნის ნაკლებობა ჩვენში, ამომრჩეველში.

პრივატიზაცია, როგორც წესი, არც ისე პოპულარული თემაა და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, გულწრფელობითაც ეწინააღმდეგება ამ პროცესს და არას დაგიდევენ განვითარებულ ეკონომიკების გამოცდილებას. სწორედ იქ, სადაც ხალხი ყველაზე მდიდარია, ძალიან მცირე მოცულობით რესურსია დარჩენილი სახელმწიფოს ხელში. ალბათ, თითო ოროლა მაგალითია, როცა სახელმწიფო ფლობს სარკინიგზო კომპანიებს სხვა რესურსებზე კი, საუბარიც არ არის.

ჩვენ კიდევ, საბჭოთა კავშირიდან ბოლომდე ვერ გამოვდივართ მაგ თვალსაზრისით. შედეგი ისაა, რომ ჩვენი, გადასახადის გადამხდელების ფული მიდის, არა მომგებიანი და დაბალი მომგებიანობის საწარმოების დასაფინანსებლად. ერთი და იგივე ფოცხზე ვადგამთ ფეხს“, - განაცხადა ბედინეიშვილმა „საქმეში“.

თამარ მუკბანიანი