სუნდარ პიჩაის ისტორია - გზა ახალგაზრდა ტექნიკური ენთუზიასტიდან Google-ის აღმასრულებელ დირექტორამდე

ინდოეთში, მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახში დაბადებული ბიჭის ისტორია მოგვითხრობს ამბავს, როგორ შეიძლება დააგროვო რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი, თუ შენი საქმე გიყვარს.

იყო დღეები, როდესაც მშობლები პატარა სუნდარ პიჩაის გამოკვებასაც კი ვერ ახერხებდნენ. თუმცა მან შეძლო სკოლის დამთავრებაც და ორი ქვეყნის უნივერსისტეტში სწავლაც.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მოყვარულმა პიჩაიმ სტიპენდიების დამსახურებით ჯერ ინდოეთის, შემდეგ შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში წარმოების ტექნოლოგია ისწავლა. დაიწყო მუშაობა Google-ში ყველაზე დაბალ პოზიციაზე, მაგრამ მალევე კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე სანდო თანამშრომელი გახდა.

როდესაც დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ახალ აღმასრულებელ დირექტორს ეძებდნენ, მათი რჩეული სწორედ სუნდარ პიჩაი გახდა. ის ასევე გახდა მშობელი კომპანიის - Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი.

შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით, სუნდარ პიჩაიმ გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში და დააგროვა 600 მილიონი დოლარის ქონება.

ახალგაზრდობა

სუნდარ პიჩაი დაიბადა ჩენაიში, ტამილ ნადუში. მისი მამა GEC-ში ელექტრო ინჟინრად მუშაობდა, დედამისი სტენოგრაფი იყო. სუნდარმა წარმოუდგენლად პატარა ასაკიდან გამოავლინა ტექნოლოგიებისადმი ინტერესი.

Britannica-ს ცნობით, 1995 წელს, მაგისტრატურის შემდეგ, მან განაგრძო მუშაობა შეერთებულ შტატებში და პარალელურად მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში პენსილვანიის უნივერსიტეტიდან.

შემდეგ ის მუშაობდა საკონსულტაციო ფირმაში McKinsey & Co. სანამ 2004 წელს Google-ის გუნდს შეუერთდებოდა.

Google-ში მუშაობის ადრეულ წლებში სუნდარ პიჩაიმ შეიმუშავა Google Bar, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა ადვილად შესულიყვნენ საძიებო სისტემაში სხვადასხვა ვებ ბრაუზერიდან.

მალევე პიჩაი დასახელდა ვიცე-პრეზიდენტად პროდუქტის განვითარების საკითხებში. 2011 წელს გავრცელდა ვარაუდი, რომ პიჩეის საკუთარ კომპანიაში Twitter ეპატიჟებოდა. თუმცა, ის ერთგული იყო Google-ის გუნდის. ის დაწინაურდა უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და მოგვიანებით დაიკავა Android OS-ის უფროსის თანამდებობა.

Google-მა მას წლიური ხელფასი 50 მილიონი დოლარი შესთავაზა. მას შემდეგ, რაც Google რეორგანიზაცია განხორციელდა Alphabet-ის შვილობილი კომპანიად, სუნდარ პიჩაი გამოცხადდა Google-ის აღმასრულებელ დირექტორად 2014 წელს.

Google-ში მუშაობის გარდა, სუნდარ პიჩაი ასევე მონაწილეობდა ფილანთროპიული მიმართულებით და აფინანსებდა ორგანიზაციებს ინდოეთსა და შეერთებულ შტატებში.

მისმა სწრაფვამ ტრანსფორმაციისკენ შექმნა მრავალი წარმატებული პროდუქტი Google-ის ქვეშ, რომლებმაც მოახდინეს რევოლუცია ინტერნეტში.

დღეს პრიჩაის წმინდა ქონება 600 მილიონი დოლარია. საქველმოქმედო საქმიანობას კი წარმატებული ტექნიკოსი ისევ აგრძელებს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი