ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ევროპაში გაზის ფასი კვლავ გაიზრდება. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
„ევროპელებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ მოსკოვი შეწყვეტს გაზის მიწოდებას. მათი გაზის საწყობები დღეს სავსეა საწვავით, რაც საკმარისია ზამთრის გადასატანად, მაგრამ ფასი ჩვეულებრივზე ბევრად მაღალი იქნება”,- წერს გამოცემა.
როგორც სტატიაში წერია, საზოგადოებაში გავრცელებული პანიკა, თითქოს მარაგი იწურება, უსაფუძვლოა, რადგან ევროპა საწვავის უმეტეს ნაწილს (55%) სხვა მომწოდებლებისგან იღებს.
სტატიის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ევროპაში გაზის წარმოება მცირდება 2013 წლიდან, ხოლო რუსეთიდან მიწოდების კლება არა 2022, არამედ 2020 წლიდან დაიწყო.