რომელია 8 ყველაზე ძვირად ღირებული სტადიონი მსოფლიოში

ფეხბურთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ და მოსახლეობისთვის საყვარელ სპორტად ითვლება. ჩემპიონატების დაწყებასთან ერთად, ვნებათაღელვა მატულობს და სპორტსმენები ნამდვილ კერპებად იქცევიან.

რამდენიმე ქვეყანამ საფეხბურთო სტადიონების ასაშენებლად მილიარდებიც კი დახარჯა. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ნაგებობებს:

ddd-1666426500.jpg

Rogers Center (ტორონტო, ონტარიო) - 900 მილიონი დოლარი

ამ კონკრეტული სტადიონის მშენებლობაზე დაახლოებით 900 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ადგილის შეძენაც საკმაოდ ძვირი ღირს. როგორც წესი, ბილეთის ფასი დაახლოებით 50 დოლარია, თუმცა შეიძლება არსებობდეს დაბალფასიანი ალტერნატივებიც. თუ პარკირებას აპირებთ, თან იქონიეთ მინიმუმ 20 დოლარი, ჯიხურებში გამაგრილებელი სასმელისა და “სნექის“ შესაძენად 35-დან 40- დოლარამდე დაგეხარჯებათ.

stad1-1666426249.jpg

Santiago Bernabeu Stadium (მადრიდი, ესპანეთი) - 950 მილიონი დოლარი

თუ გსურთ სტადიონზე კარგი ადგილი მოიპოვოთ, დაახლოებით 75 დოლარის დახარჯვა მოგიწევთ. აქ ასევე ძვირი ღირს პარკინგი და შესაძლოა, 50 დოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბოს.

stad3-1666426285.jpg\

Aviva Stadium (დუბლინი, ირლანდია) - 1 მილიარდი დოლარი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონი მსოფლიოში. მისი მშენებლობა 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა და ასევე ძვირია მისი შენახვაც. ბილეთები შეიძლება ღირდეს 80-დან 85 დოლარამდე. გარდა ამისა, დამატებითი ხარჯია პარკინგი და “სნექები“.

stad4-1666426315.jpg

Wembley Stadium (ლონდონი, ინგლისი) - 1,25 მილიარდი დოლარი

უემბლის სტადიონზე ბილეთის ფასმა თავისუფლად შეიძლება მიაღწიოს 90 დოლარს. პარკინგისთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 40 აშშ დოლარის გამოყოფა.

staddddd-1666426584.jpg

Corinthians Arena (სან პაულო, ბრაზილია) - 1,5 მილიარდი დოლარი

ბრაზილიის მთავარ სტადიონზე ბილეთის ფასი შეიძლება 100-დან 150 დოლარამდე მერყეობდეს. დაახლოებით 100 დოლარამდე აღწევს პარკინგისა და გამაგრილებელი სასმელების ფასი. სტადიონის გარე ტერიტორიაზე არსებული პარკინგების ფასიც თითქმის იდენტურია იმ ტარიფებისა, რაც შიგნით მოქმედებს.

stad6-1666426650.jpg

Olympic Stadium (მონრეალი, კვებეკი) - 1,5 მილიარდი დოლარი

მონრეალის სტადიონის აგება 1,5 მილიარდზე ცოტა მეტიც კი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ რაიონში პარკირების ადგილის პოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ მაყურებლები იქ ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან.

stad7-1666426685.jpg

Cape Town Stadium (კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა) - 1,75 მილიარდი დოლარი

ეს ფუტურისტული სტადიონი დაახლოებით 1,75 მილიარდი დოლარი დაჯდა. ერთი ადგილის სავარაუდო ფასი დაახლოებით 170 დოლარია. თუმცა არსებობს შედარებით დაბალ ფასიანი ადგილებიც. საუკეთესო ადგილზე ბილეთების ღირებულება კი 250 დოლარს აჭარბებს.

stad8-1666426725.jpg

Signal Iduna Park (დორტმუნდი, გერმანია) - 2 მილიარდი დოლარი

ამ მეგა სტადიონის აშენება 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. გარდა ამისა, ეს არის ერთ-ერთი სტადიონი, რომელიც ყველაზე ძვირიც ღირს. Vip ადგილი რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, საშუალო დონის კი 500 დოლარსაც აღწევს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი