გაზრდილი ექსპორტი და იმპორტი - რას ყიდის და ყიდულობს საქართველო აზერბაიჯანში

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტიორთან. მიდინარე წლის ინავარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანთან იმპორტი 20%-ით, ექსპორტი კი, 22.1%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში ექსპორტმა 488.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 400.1 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, აზერბაიჯანიდან წელს 471 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, გასულ წელს კი, 390.5 მლნ აშშ დოლარის. რაც შეება ბრუნვის მოცულობას, სახმელეთო მეზობელთან ბრუნვის მოცულობა 959.6 მლნ-ია.

„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობთ იყიდა და გაყიდა აზერბაიჯანში.

Top-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 221. 8 მლნ აშშ დოლარი (22 587 ერთეული)
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 20.3 მლნ აშშ დოლარი (1 318 ტონა)
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 16.5 მლნ აშშ დოლარი (11 292 ტონა)
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 15.5 მლნ აშშ დოლარი (656 ტონა)
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 14.9 მლნ აშშ დოლარი ( 500 ტონა)

Top-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 245.5 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 50.6 მლნ აშშ დოლარი (58 656 ტონა)
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 38.5 მლნ აშშ დოლარი ( 52 384 ტონა)
  • ცემენტი - 27. 6 მლნ აშშ დოლარი ( 505 599 ტონა)
  • ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 19.5 მლნ აშშ დოლარი ( 48 939 ტონა)

თამარ მუკბანიანი