აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოშია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.