კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, კახეთის რეგიონში ბოლო პერიოდში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 483 კუბური მეტრის სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის უკანონო ჭრა იქნა გამოვლენილი.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 67 500 ლარი შეადგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ფაქტის შესწავლის და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.