Translive.ge - საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა "ალდაგთან"  პარტნიორობით შეიქმნა

25 ოქტომბერს, 17:00 საათზე სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში პირველი ციფრული პლატფორმის - Translive-ის პრეზენტაცია გაიმართება.

Translive - ეს არის ციფურული პროექტი, რომლის საშუალებითაც გადაზიდვების დაგეგმვა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი. პლატფორმა იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრულად, ელექტრონულ სივრცეში დაგეგმონ გადაზიდვა და ამავდროულად, მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები როგორც გადაზიდვის, ისე დაზღვევის მიმართულებით.

Translive-ის საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვები გადაინაცვლებს მთლიანად ციფრულ სივრცეში. იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დღემდე უწევდათ ტვირთის გადაზიდვისთვის საუკეთესო პირობების მოძიება სხვადასხვა არხებით, ახლა უკვე ერთ პლატფორმაზე შეძლებენ სრული ინფორმაციის მოპოვებას და სერვისის მიღებას ოპტიმალურ ფასად.

Translive ბენე ჯგუფის, კაიროს ლოჯისტიკის და ლემონდუს ერთობლივი პროექტია. ამ კომპანიებს საერთაშორისო გადაზიდვებში და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება აქვთ. პროექტის ექსკლუზიური პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

(R)