საქართველოში რეალურ სივრცესა და მეტავერსში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართება

საქართველოში რეალურ სივრცესა და მეტავერსში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით 31 ოქტომბერს პირველი ჰიბრიდული WEB3 კონფერენცია ჩატარდება მთაწმინდაზე სფეროში, ხოლო მათ, ვისაც სახლში ყოფნის კომფორტზე უარის თქმა არ სურთ, შესაძლებლობა ექნებათ, ღონისძიებას მეტავერსში დაესწრონ, სადაც რეალური სამყაროს ტიპის ინტერაქციის საშუალება ექნებათ.

ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან:

WEB3 Conference - ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც 4 ქართველი სპიკერი: CRYPTX/CRYPTAL-ის საბჭოს წევრი - გიორგი გვაზავა, Arena Games-ის COO - მარიე გიორგობიანი, WEB3/Blockchain დეველოპერი - ნიკა ასათიანი და C25-ის CPO ნიკა გელაშვილი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებენ WEB2-დან WEB3 სამყაროში აღმოჩენის შესახებ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ნეთვორქინგის, დარგის ლიდერებთან საინტერესო იდეების გაცვლის და სფეროს 3დ ვიზუალების დათვალიერების.

ღონისძიებაზე მეტავერსში უფასოდ დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია - forms.gle/SmLGMpRzPL7AgikR8

რეალურ სივრცეში დასასწრები ბილეთების შეძენა, შესაძლებელია tkt.ge-ზე -https://tkt.ge/event/318171/moving-to-web3

ღონისძიების ლინკი -https://www.facebook.com/events/1081672582491630/?ref=newsfeed

Moving to WEB3 ღონისძიების ორგანიზატორია Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან Eteam, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA, Binance, Noxtton, ხოლო მეტავერს პარტნიორია MetaViu