"ალდაგმა" მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქცია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქცია დაიწყო.

"ალდაგის" ინფორმაციით, ყველა, ვინც 15 აპრილის ჩათვლით, კუთვნილი ავტომობილისთვის ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს შეიძენს, კომპანიისგან ექსკლუზიურად ულიმიტო ავტორეცხვის ბარათს მიიღებს.

"აღნიშნული ბარათი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაინახევრონ ხარჯი, ისარგებლონ "ალდაგის" შემოთავაზებით და გარეცხონ ავტომობილი ნახევარ ფასად. საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მთელი წლის განმავლობაში გადაიხდის მანქანის ყოველ ჯერზე გარეცხვის საფასურის 50%-ს. ულიმიტო ავტორეცხვის ბარათის გამოყენება შესაძლებელია ავტოსამრეცხაო "საშხაპეში", - ნათქვამია განცხადებაში.

სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს "ალდაგი" 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "ალდაგი" მომხმარებლებს ექსკლუზიურ ბენეფიტებსა და აქციებს მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებს.