ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენი მიზანი არა იმდენად რუსული აქტივების გაყივნაა, რამდენადაც მათი კონფისკაცი

ჩვენი მიზანი არა იმდენად რუსული აქტივების გაყივნაა, რამდენადაც მათი კონფისკაცია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში გამართულ უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარების დონორთა კონფერენციაზე განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არა იმდენად გაყინვა, რამდენადაც აქტივების კონფისკაციაა, ეს არის ჩვენი ამოცანა. თუმცა ეს ასე მარტივი არ არის იურიდიული თვალსაზრისით. ჩვენ კანონის უზენაესობას ვიცავთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობას უნდა მივდევდეთ, ამიტომ ჩვენ დიდი სამუშაო გველის, რათა ამ პროცესისთვის უნაკლო საკანონმდებლო საფუძველი შევქმნათ”, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური საექსპერტო ჯგუფი არის შექმნილი.

“მისი მიზანი არა მხოლოდ იმის გარკვევაა სად და რა არის გაყინული, არამედ იმის გაგებაც, რა კანონიერი საფუძვლები არსებობს სახსრების კონფისკაციისთვისა და უკრაინის აღსადგენად გადაგზავნისთვის”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.