ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული სესხები გაძვირდა

2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ზოგადად სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 12.9% იყო, მაშინ როცა მიმდინარე წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი - 13.6%, იყო.

2022 წლის სექტემბერის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა და კვლავ 7,4%-ია. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 7.6%-დან 7.7%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 6.7%-დან 6.4%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთები სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 16.2%-დან 16.1%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი არ შეცვლილა და კვლავ 13.8%-ია, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე ერთ თვეში განაკვეთი 17.7%-დან 18.1%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, სესხები გაძვირდა 12.1%-დან 12.9%-მდე. მათ შორის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 6.3%-დან 7.4%-მდე, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 15.6%-დან 16.1%-მდე გაიზარდა.

ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტაში გაცემულ სესხებზე 18%-დან 18.1%-მდე, იურიდიული პირებისთვის კი 12.9%-დან 13.8%-მდე გაიზარდა. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიურად ფიზიკური პირებისთვის 5.4%-დან 6.4%-მდეა გაზრდილი, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე კი 6.5%-დან 7.7%-მდე გაიზარდა.

თაია არდოტელი