ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

„ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია. რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს,“- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

თაია არდოტელი