ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომლის მიერ რუსეთში ნაწარმოებ პროდუქციაზეც, საქართველოს დროშაა გამოსახული

გუ­შინ, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ekhokavkaza.com, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო სა­ბა­ჟო კო­მი­ტეტ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ბა­ჟო კო­მი­ტეტ­მა ბიჭ­ვინ­თის ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ი­დან 38 ცალი ხა­შის კონ­სერ­ვი ამო­ი­ღო. ამის მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ პრო­დუქ­ცი­ის ეტი­კეტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს მი­ხედ­ვით, კონ­სერვს არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სტავ­რო­პო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ნო­ვო­ა­ლექ­სან­დროვ­სკის ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში აწარ­მო­ებ­დნენ. რო­გორც გა­ირ­კვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი თორ­ნი­კე გუ­ლუაა.

sss-1666779468.png

მა­ღა­ზი­ა­ში შე­მოწ­მე­ბა ე.წ. სა­ბა­ჟო პუნ­ქტ "ფსო­უს“ კონ­ტრა­ბან­დი­სა და სა­ბა­ჟო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ა­ტა­რეს, რო­გორც ე.წ. სა­ბა­ჟო კო­მი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, პრო­დუქ­ცია აფხა­ზეთ­ში მოქ­მე­დი სა­ბა­ჟო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით შე­მო­ი­ტა­ნეს, ოღონდ, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ნორ­მა და­ირ­ღვა, არ გან­მარ­ტა­ვენ.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი თორ­ნი­კე გუ­ლუა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, სო­ხუ­მის სუბტ­რო­პი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და და 30 წე­ლია, რაც სტავ­რო­პოლ­ში ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს (2008-2013 წლებ­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა შემ­დეგ მა­ინც მო­უ­წია უკან დაბ­რუ­ნე­ბა). თორ­ნი­კე გუ­ლუ­ამ 25 წლის წინ, რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით ცნო­ბი­ლი სა­წარ­მო - ნო­ვო­ა­ლექ­სან­დროვ­სკის ხორცკომ­ბი­ნა­ტი (МКН) და­ა­არ­სა. ჩემ­ზე სა­უ­ბა­რი დი­დად არ მიყ­ვარ­სო, მე­უბ­ნე­ბა და ისევ სკან­და­ლურ ხაშ­ზე და მომ­ხდარ­ზე გვიყ­ვე­ბა:

"ჩვენ არა­ვინ არა­ფერს გვე­და­ვე­ბა, ან რაზე უნდა მოგ­ვე­და­ვონ? ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია აფხა­ზეთ­ში არ შეგ­ვაქვს, თვი­თონ ად­გი­ლობ­რი­ვებს შე­აქვთ - სო­ჭის სა­ბი­თუ­მო მარ­კე­ტებ­ში ყი­დუ­ლო­ბენ. 2500-ზე მეტი კონ­ტრა­გენ­ტი გვყავს და შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლას მო­ნი­ტო­რინ­გი გა­უ­წიო, ვინ, სად, რას ყი­დის. გა­მი­გია, წლე­ბია, რაც ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია აფხა­ზეთ­ში იყი­დე­ბა (თვი­თონ არ ვყო­ფილ­ვარ აფხა­ზეთ­ში და არ მი­ნა­ხავს). ხა­შის გარ­და, ჩვე­ნი ხორცკომ­ბი­ნა­ტი 200-მდე სა­ხის პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ებს. ამ კერ­ძის - ხა­შის წარ­მო­მავ­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ, ხალ­ხში ყო­ველ­თვის სა­კა­მა­თო თემა იყო, ამი­ტომ ჩვე­ნებ­მა თა­ვი­სე­ბუ­რად და­ა­ფიქ­სი­რეს ეს - მა­რკე­ტო­ლო­გე­ბის და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის იდეა იყო, ხაზი გა­ეს­ვათ იმა­ზე, რომ ხაში ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტია. მგო­ნი, 4-5 წლის უკან გა­კეთ­და ეტი­კე­ტის რებ­რენ­დინ­გი და მას შემ­დეგ ეს პრო­დუქ­ტი ასე­თი ლა­მა­ზი დრო­შით გა­მო­დის. სხვა­თა შო­რის, ხაში კარ­გად გა­დის, თუმ­ცა უფრო სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტია. ის ჩვე­ნი მთლი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის 2-3% -ს შე­ად­გენს და რამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია... ტრა­ბახ­ში არ ჩა­მო­მარ­თვათ, ჩვე­ნი ხაში სა­უ­კე­თე­სოა, მას ყვე­ლა ვერ აწარ­მო­ებს, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია.

ჩვე­ნი სა­წარ­მო 20 წე­ლია ხაშს აწარ­მო­ებს და მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი სულ შეჰ­ქონ­დათ აფხა­ზეთ­ში. არ ვიცი, ახლა რა მოხ­და, აქ ბევრ ვერ­სი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი, იქა­ურ შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს არ ვიც­ნობ...

რაზე უნდა შეგ­ვე­და­ვონ? - ალ­ბათ მარ­ტო ხა­შის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე, სა­დაო პრო­დუქ­ცი­აა (იცი­ნის)... ეტი­კეტს, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით, რა თქმა უნდა, დავ­ტო­ვებთ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად თუ არ აგ­ვიკ­რძა­ლეს, რა­ტომ შევ­ცვლი?

სა­ქარ­თვე­ლო­შიც შეგვქონ­და ჩვე­ნი კონ­სერ­ვე­ბი და არ ჰქონ­და ცუდი შე­ფა­სე­ბა. ხა­შის გარ­და, სხვა ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­საც ვუშ­ვებთ, ტრა­დი­ცი­უ­ლად: ტყე­მალს, სა­წე­ბელს, აჯი­კას, ხინ­კალს... თუმ­ცა ბევ­რს ვერ ვა­წარ­მო­ებთ.

მარ­თა­ლი გი­თხრათ, სულ არ მა­წუ­ხებს ეს ამ­ბა­ვი, პი­რი­ქით, ხალ­ხი გა­ერ­თო. ბევ­რი აფხა­ზი მე­გო­ბა­რი მყავს, ნა­თე­სა­ვე­ბიც, ისი­ნიც მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან. სოცქსე­ლებ­ში ყვე­ლა ამა­ზე წერს, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, "ფე­ის­ბუ­კი“ და ვოთსა­ფი ამი­ფეთ­ქეს“, - გვე­უბ­ნე­ბა თორ­ნი­კე გუ­ლუა.

განაგრძეთ კითხვა: