Adidas-მა კანიე ვესტთან პარტნიორობა გაწყვიტა

გერმანულმა სპორტული სამოსის მწარმოებელმა კომპანიამ adidas AG ამერიკელ რეპერთან კანიე ვესტთან თანამშრომლობა გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ adidas-მდე ეს ნაბიჯი გადადგეს ასევე Gap Inc. და Balenciaga-მ, ვესტის მხრიდან ტვიტერში გაკეთებული ანტისემიტური განცხადებების გამო, რის შედეგად მისი ანგარიშიც კი დაიბლოკა.

„Adidas ვერ მოითმენს ანტისემიტიზმს. კანიე ვესტის კომენტარები ამ საკითხზე მიუღებელია და აღვივებს სიძულვილსა და ეწინააღმდეგება კომპანიის ღირებულებებს“, - წერია განცხადებაში.

კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად Adidas შეწყვეტს სამოსის ხაზის Yeezy-ს წარმოებას, რომელიც ვესტთან კოლაბორაციაშია შექმნილი. აღნიშნული კი კომპანიის შემოსავლებს დაახლოებით 250 მილიონი ევროთი დააზარალებს. Yeezy-ს ხაზს კომპანიის მთლიან შემოსავლებში 8% უკავია.

კოკა კვირკველია