შეხვედრა პუტინთან, "ინდოეთის IT სექტორის მამა" და იმედგაცრუებული კომუნისტის სასოწარკვეთილი ნაბიჯი - ვინ არის და რა ქონებას ფლობს რაში სუნაკის მილიარდერი სიმამრი

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი-მინისტრის ვაკანტურ ადგილზე კენჭისყრისგან თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდანტმა თავი შეიკავა, გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერობის ერთადერთი და უპირობო კანდიდატი რიში სუნაკი გახდა.

ის გუშინ, 25 ოქტომბერს მეფე ჩარლზ მესამეს უკვე შეხვდა და ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად უკვე ოფიციალურად დაინიშნა. სუნაკი საზოგადოებას დაუნინგ სთრითიდან მალე მიმართავს.

42 წლის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი პირველი ფერადკანიანია, რომელმაც აღნიშნული პოსტი დაიკავა.

სუნაკმა განათლება ვინჩესტერის კოლეჯში მიიღო. შემდეგ კი სწავლა ოქსფორდში, ლინკოლნის კოლეჯში პოლიტიკის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა.

2001 წელს ოქსფორდის დატოვების შემდეგ სუნაკმა საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსად იმუშავა და სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით განაგრძო.

ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მეუღელ ინდოელი აკშატა მურთი, რომელიც მილიარდერის და ტექნოლოგიური გიგანტის, Infosys-ის თანადამფუძნებლის, ნარაიანა მურთის შვილია. მათ ერთმანეთი სწორედ სტენფოდის უნივერსიტეტში გაიცნეს.

რიში სუნაკი ძალიან მდიდარია. Sunday Times-ის თანახმად, 2022 წლისთვის სუნაკისა და მისი ცოლის ქონება 877 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი ცოლი - აკშატა მურთი Infosys-ში 0.91%-იან წილს ფლობს. სხვა წყაროების თანახმად, მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან რიში სუნაკის სიმამრი - ნარაიანა მურთი მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიზნესმენია, რომლის ქონებაც forbes -ის თანახმად 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნაგავარა ნარაანა მურთი არის Infosys-ის დამფუძნებელი და პენსიაზე გასვლამდე იყო ამავე კომპანიის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი, პრეზიდენტი და მთავარი მენტორი.

2022 წლის მონაცემებით, ინდოეთის 41-ე უმდიდრესი მილიარდერი ბიზნესმენი და მსოფლიოში 654-ე უმდიდრესი ადამიანი 1946 წლის 20 აგვისტოს ინდოეთში, კარნატაკაში დაიბადა და გაიზარდა.

დაამთავრა მაისორის უნივერსიტეტის ინჟინერიის ეროვნული ინსტიტუტი ბაკალავრის ხარისხით ელექტროინჟინერიაში და დაიცვა მაგისტრის ხარისხი ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კანპურში.

Infosys-ის დაწყებამდე მერთი ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტში, აჰმედაბადში, სისტემების მთავარ პროგრამისტად მუშაობდა. სწორედ მაშინ მან დააპროექტა და დანერგა Electronics Corporation of India Limited-ისთვის საბაზისო სათარგმნი პროგრამა და შექმნა კომპანია სახელად Softronics. თუმცა თავდაპირველმა წამოწყებამ არ გაამართლა და ბიზნეს გეგმები ჩაუვარდა. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, შეუერთდა Patni Computer Systems-ს პუნაში.

ssss-1666781628.jpg

კომპანია Infosys, რომელიც ახლა ინდური ტექნიკური გიგანტია მურთიმ მის ექვს პროგრამისტ მეგობართან ერთად 1981 წელს დააარსა. საწყისი კაპიტალი 10,000 რუპია იყო, რომელიც მას მეუღლემ მისცა.

როგორც მოგვიანებით მურთიმ გაიხსენა, კომპანიის დაფუძნება მას ერთმა უსამართლო ფაქტმა უბიძგა. მისი თქმით, 1974 წელს, კომუნისტების ეპოქაში ის იუგოსლავია-ბულგარეთის საზღვარს შორის არსებულ სასაზღვრო ქალაქში დააპატიმრეს და უსაფუძვლო მიზეზით ქვეყნიდან გააძევეს. სწორედ ამან გადააქცია „დაბნეული მემარცხენე კომუნისტი ახალგაზრდა“ მხურვალე კაპიტალისტად“ და მიიყვანა Infosys-ის შექმნამდე.

მერთი Infosys-ის აღმასრულებელი დირექტორი 21 წლის განმავლობაში იყო. მან ჩამოაყალიბა, დააპროექტა და დანერგა გლობალური მიწოდების მოდელი ინდოეთიდან IT სერვისების აუთსორსინგისთვის.

2002 წლიდან 2006 წლამდე იყო საბჭოს თავმჯდომარე, რის შემდეგაც გახდა მთავარი მენტორი.

aaasdd-1666781680.jpg

მედია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნარაანა მურთის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან არაერთი გადაკვეთა ჰქონდა. დეტალური ინფორმაცია, თუ რა სახის ინტერესები იკვეთებოდა ტექნოლოგიური გიგანტის მმართველსა და რუსეთის მმართველს შორის, ცნობილი არ არის. თუმცა 2004 წელს ვლადიმერ პუტინი კომპანია Infosys -ში იმყოფებოდა. მას მიღწეული ტექნოლოგიური სიახლეები თავად მურთიმ გააცნო.

„მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა კომპანიის შენობები დაათვალიერა. ტურის დასაწყისში ვლადიმერ პუტინს აჩვენეს მოკლე დოკუმენტური ფილმი კორპორაციის საქმიანობის შესახებ. შემდეგ მან მოინახულა საკონტროლო ცენტრი, საწარმოო ლაბორატორიები, ტექნიკური ცენტრები და ასევე პერსონალის დასვენების ადგილები.

კომპანიაში ვიზიტის დასრულებისას, რუსეთის პრეზიდენტმა საპატიო სტუმრების წიგნში დაწერა: „გილოცავთ მიღწევებს და გისურვებთ მომავალ წარმატებებს“.

პუტინს კორპორაცია Infosys-ში ვიზიტისას თან ახლდნენ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჟუკოვი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ლეონიდ რეიმანი და კომპანიების IBS ჯგუფის პრეზიდენტი ანატოლი კარაჩინსკი.“ - აღნიშნულია 2004 წლის ოფიციალური კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

და ისევ მურთი, მილიარდერი ბიზმესმენი არის რამდენიმე საგანმანათლებლო და საქველმოქმედო დაწესებულების მრჩეველთა საბჭოს წევრი, მათ შორის: კორნელის უნივერსიტეტი, INSEAD, ESSEC, Ford Foundation, გაეროს ფონდი, ინდო-ბრიტანული პარტნიორობა, აზიის მენეჯმენტის ინსტიტუტი, Infosys Prize-ის რწმუნებული, პრინსტონის გაღრმავებული კვლევების ინსტიტუტის რწმუნებული და Rhodes Trust-ის რწმუნებული.

ის ასევე არის ინდოეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციების აზიის წყნარი ოკეანის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

aaaaaxdvdas-1666781762.jpg

მისი მეუღლე - სუდა მურთი, არის ბიზნესმენი, წიგნების ავტორი და Infosys Foundation-ის თავმჯდომარე.

fgngd-1666781807.jpg

მურთის ჰყავს ორი შვილი, ვაჟი - როჰან მურთი და ქალიშვილი, აკშატა მურთი.

2009 წელს აკშატა დაქორწინდა რიში სუნაკზე, რომელიც დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

ჟურნალმა Fortune-მა მურთი ჩვენი დროის 12 უდიდეს მეწარმეთა რეიტინგში შეიყვანა. ჟურნალმა Time-მა და CNBC-მა მას "ინდოეთის IT სექტორის მამა" უწოდეს. გარდა ამისა, მილიარდერს აქვს მინიჭებული უამრავი ჯილდო და წოდება.

თეონა რამაზაშვილი