აშშ-ში 30-წლიანი იპოთეკის განაკვეთი 7%-მდე გაიზარდა, რაც 2001 წლის შემდეგ არ მომხდარა

ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ქვეყანაში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ზრდას განაგრძობს.

ოფიციალური ცნობით 30-წლიან კრედიტებზე 647,2 ათას დოლარიან სესხზე საპროცენტო განაკვეთმა გასულ კვირას 7,16% შეადგინა, მაშინ როცა ერთი კვირით ადრე 6,94% იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მოწმობს იპოთეკური ბანკირების ასოციაციის (Mortgage Bankers Association, MBA) მონაცემები.

მათი ცნობით, განაკვეთმა 7% პირველად გადალახა 2001 წლის შემდეგ. რაც შეეხება 647,2 ათას დოლარზე მეტი ღირებულების 30-წლიანი სესხის განაკვეთებს, ის 6,31%-დან 6,53%-მდე გაიზარდა.

სახელმწიფო იპოთეკური კორპორაცია Freddie Mac-ის განცხადებით, იპოთეკაზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნეგატიურად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე, ვინაიდან ეს გამოიწვევს მოთხოვნის კლებას. „ამას მოწმობს ბოლო 1 კვირის 1,7%-იანი კლებაც“ - აღნიშნავენ MBA-ში.

კოკა კვირკველია