უკრაინის ფინანსთა მინისტრი - ევროკავშირისგან 2.5 მილიარდი ევროს მიკროფინანსურ დახმარებას ნოემბერში, ხოლო 0.5 მილიარდს დეკემბერში ველოდებით

უკრაინა ევროკავშირისგან 2.5 მილიარდი ევროს ოდენობის მიკროფინანსურ დახმარებას ნოემბერში, ხოლო 0.5 მილიარდს დეკემბერში ელოდება. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ განაცხადა.

“9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარებიდან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, 3 მილიარდი ევრო მივიღეთ. ახლა ველით 2.5 მილიარდ ევროს ნოემბერში და 0.5 მილიარდ ევროს დეკემბერში”, - განაცხადა მარჩენკომ.

მისი თქმით, დარჩენილ 3 მილიარდ ევროზე ევროკავშირში შიდა დებატები გაიმართება, თუ რა ფორმით მიეწოდოს სახსრები უკრაინას.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ ჩვენ ისინი გვჭირდება”, - განმარტა მარჩენკომ უკრაინის პოზიცია დარჩენილ 3 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით.