საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე მოდის - სად და რა მოცულობის საწვავი ვიყიდეთ

წელს 9 თვეში საქართველომ 998,138 ტონა (1,021 მლრდ აშშ დოლარის) ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 939,224 ტონა ( 576,505 მლნ აშშ დოლარის).

საქსტატის მონაცემებით, წელს იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე - 434 716 ტონა (430,870 მლნ აშშ დოლარი), 5,8% აზერბაიჯანზე - 58 656 ტონა (50,621მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2,9% თურქეთზე - 29 850 ტონა (36,178 მლნ აშშ დოლარი) მოდის.

რაც შეეხება დანარჩენ, ყველაზე მსხვილ იმპორტიორებს, ასე გამოიყურება:

  • რუმინეთი - 197 963 ტონა - 204,743 მლნ აშშ დოლარი (19,9%)
  • თურქმენეთი - 134 084 ტონა - 139,520 მლნ აშშ დოლარი (13,4%)
  • ბულგარეთი - 103 146 ტონა - 103,424 მლნ აშშ დოლარი (10,3%)
  • საბერძნეთი - 18 002 ტონა - 19,562 მლნ აშშ დოლარი (1,8%)
  • ეგვიპტე - 4 795 ტონა - 3,696 მლნ აშშ დოლარი (0,4%)
  • ირანი - 2 887 ტონა - 1,277 მლნ აშშ დოლარი (0,3%)
  • გერმანიია - 2 488 ტონა - 9,806 მლნ აშშ დოლარი (0,2%).

ნინი ქეთელაური