მსოფლიო უძრავ ქონებაზე ინვესტიციები 1,21 ტრილიონი დოლარით შემცირდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიო უძრავ ქონებაზე ინვესტიციები 2014 წელს 1,21 ტრილიონი დოლარით შემცირდა, რაც 6,3%-ს შეადგენს - ნათქვამია მსოფლიო საინვესტიციო ატლასში - Cushman & Wakefield.

შემცირების მიზეზად ჩინეთში შეძენილი მიწების რაოდენობა სახელდება. თუმცა, მთლიანობაში ბაზარი კარგ ფორმაშია და 2015 წელს მაჩვენებლების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ელოდებიან, რომ წელს ინვესტიციების საერთაშორისო მოცულობა 11%-ით 1,34 ტრილიონ დოლარამდე, აშშ-სა და ევროპის ხარჯზე გაიზრდება.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთის გავლენა რომ გამოირიცხოს, საერთაშორისო ინვესტიცია 2014 წელს 9%-ით გაიზარდა, აზიაში ზრდა 1% იყო, ამერიკაში - 11,4%, ევროპაში კი 11,8%. მოსალოდნელია, რომ 2015 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ინვესტიციების რაოდენობა 15%-ით გაიზრდება, ლათინურ ამერიკაში 8%-ით. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ზრდა მოკრძალებული იქნება და 0-5%-ს შეადგენს. დასავლეთ ევროპაში ზრდა მოსალოდნელია 19% - 317,5 მილიარდამდე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინვესტიციების მოცულობა 24,4 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც 30%-ზე მეტია.