ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის” ორგანიზებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და უწყების სხვა თანამშრომლები ასოციაციის წევრებს შეხვდნენ

ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის” ორგანიზებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დეტალურად წარმოადგინეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, თუ როგორ უნდა დაიცვას რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც, რა ვალდებულებები ეკისრებათ ბიზნესსუბიექტებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პროცესები და აქტივობები.