"სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავება მიმდინარეობს"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული საკითხების ერთობლივ განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას.

აშოტ სმბატიანმა ქვეყნებს შორის საუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.