"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის „მარცვლეულის ინიციატივას“

გაერო-ს ოფიციალური პირები კონტაქტზე არიან რუსეთის ხელისუფლებასთან ოფიციალური მოსკოვის მიერ უკრაინისპორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე გაერო-ს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შეჩერებასთან დაკავშირებით.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრეს-სპიკერი სტეფან დუჟარიკმა, შეთანხმების გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას”, - აღნიშნა გაერო-ს პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება კრიტიკულ ჰუმანიტარულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც აშკარად დადებით გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.