რომელ პოზიციაზე რა ხელფასებია საქართველოში - დაბალ და მაღალანაზღაურებადი თანამდებობები

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა 2021 წლის მონაცემები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა - 674.1 ლარი, არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • მენეჯერები - 2 414.7 ლარი;
  • სპეციალისტი-პროფესიონალები - 1333.7 ლარი;
  • ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები - 1193.7 ლარი;
  • ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები - 1178.6 ლარი;
  • ოფისის დამხმარე პერსონალი - 1144.6 ლარი;
  • დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები - 1112.1 ლარი;
  • მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები - 911.6 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკები - 791.5 ლარი;
  • არაკვალიფიციური მუშაკები - 674.1 ლარი.
თაია არდოტელი