ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები - Bloomberg-ის ათეული

თავის ყოველწლიურ რეიტინგში Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები დაასახელა, რომელთა შორის მოხვდნენ Walmart-ის, Mars-ის, Koch Industries-ისა და Hermes-ის მფლობელები. ერთი წლის განმავლობაში, უმდიდრესი ოჯახების ერთობლივი ქონება 143 მილიარდი დოლარით შემცირდა.

უკვე მეოთხე წელია, პირველ პოზიციაზე უოლტონების ოჯახია განთავსებული, რომელსაც უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი Walmart ეკუთვნის. ამჟამად მათი მდგომარეობა 224,5 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში 13,7 მილიარდით შემცირდა.

ყველაზე მდიდარი ოჯახების ტოპ-10 ასე გამოიყურება:

  • მარსების ოჯახი, Mars-ის საკონდიტრო ნაწარმის მფლობელები - 160 მლრდ დოლარი (+18 მლრდ წელიწადში);
  • კოხების ოჯახი, ამერიკული პეტროქიმიური კორპორაციის Koch Industrues-ის მფლობელები - 124,4 მლრდ (+4,4 მლრდ წელიწადში);
  • საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი - 105 მლრდ (+5 მლრდ წელიწადში);
  • ერმეს ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის მფლობელები - 94,6 მლრდ დოლარი (-17 მლრდ წელიწადში);
  • ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობის წარმოებისა და გადამამუშავებელი ჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელები - 84,6 მლრდ დოლარი (-9,1 მლრდ წელიწადში);
  • Wertheimer ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის მფლობელები - 79 მლრდ დოლარი (+17,2 მლრდ წელიწადში);
  • Cargill ოჯახი, Cargill სასოფლო-სამეურნეო კომპანიის მფლობელები, 65,2 მლრდ დოლარი;
  • ტომპსონების ოჯახი, საინფორმაციო სააგენტო Reuters- ის საკონტროლო წილის მფლობელები - 61,2 მლრდ დოლარი;
  • ჰოფმანების ოჯახი, შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche Holding-ის უმცირესობის მფლობელები - 45,1 მლრდ დოლარი.

საერთო ჯამში, რეიტინგში 25 ოჯახი მოხვდა. მათ შორისაა ალბრეხტის ოჯახი, რომელიც ფლობს გერმანულ მაღაზიათა ქსელს Aldi (41,4 მლრდ დოლარი), კოქსის ოჯახი, სატელეკომუნიკაციო კომპანია Cox Enterprises (28,3 მლრდ დოლარი), მისტრების ოჯახი - ინდური სამშენებლო კომპანია Hapoorji-ის დამფუძნებლები და ა.შ.

Bloomberg- ის ცნობით, მსოფლიოში უმდიდრესი 25 ოჯახის ქონება ჯამში 1,5 ტრილიონ დოლარს უდრის, რაც 143 მილიარდი დოლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სუპერ მდიდარი ოჯახის მონაცემები, როგორიცაა მაგალითად როკფელერების ქონება, მხედველობაში არ მიიღება, რადგან მათი აქტივების გაკონტროლება, საკმაოდ რთულია.

ეკა დარჩიაშვილი