რას გულისხმობს მწვანე ეკონომიკა და კორპორაციული მდგრადობა - პრესტური მცირე და საშუალო საწარმოებში ეკო-ინოვაციური მიდგომების  გასაცნობად

ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებში, რომლებიც ეკო-ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პრესტური გაიმართა.

პრესტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს საწარმოები, რომლებმაც უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები თავიანთი წარმოების პროცესის გამწვანებისა და კორპორაციული მდგრადობისკენ. მონაწილეები ადგილზე გაეცნენ „ეკო ჯორჯიან გრუპის“, „ბიოდიზელ ჯორჯიას“, „ყვარლის ბაგას“ და „სართიჭალა ვაინეარდ მენეჯმენტის“ მუშაობის პროცესებს. მედიის წარმომადგენლები სოფელ იყალთოში მდებარე ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მისი პრინციპების დანერგვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პრესტურს მედიის წარმომადგენლებთან ერთად, UNEP-ის პროგრამის ოფიცერი ფარიდ იაკერი, EU4Environment პროექტის ექსპერტი ლესია ნიკოლაევა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმდჯომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულო EU4Environment პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომლის აქტივობების განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). გაეროს გარემოსდაცვის პროგრამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას, კერძოდ, მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომის დანერგვას, ეკოეტიკეტირებისა და ეკო-ინოვაციების წახალისებას.

თამარ მუკბანიანი