აქცია 30 ნოემბრამდე - გაიგე, რას გთავაზობს „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“

საქართველოს ყველაზე პოპულარულ კურორტზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება: 30 ნოემბრამდე „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ გთავაზობთ 4 წლამდე 0%-იან შიდა განვადებასა და დამატებით ფასდაკლებას ერთიანი გადახდისას.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ 10 000 კვ.მ-ზე გაშენებული მრავალფუნქციური კომპლექსია და მოიცავს სასტუმროს; სრულად გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილ აპარტამენტებს; 15-მეტრიან დახურულ საცურაო აუზს; რესტორანს; ბარსა და სკი დეპოს. ასევე, დამსვენებლებს დახვდებათ საბავშვო გასართობი სივრცეები და პარკინგი. კომპლექსის 50% სრულად არის გამწვანებული.

პროექტის უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა ნებაყოფლობითი გაქირავების სერვისი, რომელსაც ავსტრიული კომპანია STS Hospitality უზრუნველყოფს. სერვისით მოსარგებლეებს კი საშუალება ექნებათ, გაქირავებების რაოდენობა და შემოსავალი თვიურ ჭრილში „ტერასა ჯგუფის“ მობილური აპლიკაციით გააკონტროლონ.

როგორც „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და მობინადრეებზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მათთვის შეეთავაზებინათ არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი გაქირავების სერვისი და აპლიკაცია, რომელიც სრული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.

„აპლიკაციით სარგებლობა პროექტის ჩაბარებისთანავე გახდება შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი რისკი და უხერხულობა ტექნოლოგიურად დავძლიეთ. შედეგად, ჩვენს მობინადრეებს შევუქმნით სრულ კომფორტსა და იმგვარ გამოცდილებას, როგორიც ბაკურიანში ჯერ არავის ჰქონია“, - განაცხადა „ტერასა ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა თამარ გაფრინდაშვილმა.

313217576-1458881554606736-2332148564425247132-n-1667284273.jpg

როგორც „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, აპარტამენტების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იმატებს. აღსანიშნავია, რომ „ტერასა რეზორთ ბაკურიანში“ ბინების 80% უკვე გაყიდულია.

პროექტი ამირანის პარკთან მდებარეობს და წიწვოვანი ნარგავების შუაგულშია მოქცეული, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. ბაკურიანის ბუნებითა და მიკროკლიმატით მოხიბლულ დამსვენებლებს შეუძლიათ ზამთარში სპორტული აქტივობებით გაიხალისონ დასვენება, ზაფხულში კი ქალაქის ცხელ დღეებს დააღწიონ თავი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულ ველში დატოვონ და მათზე მორგებულ პირობებსა და დამატებით დეტალებს კომპანიის წარმომადგენელი პირადად გააცნობთ:

312994552-649328646724505-7643564075195593950-n-1667284236.jpg

(R)