მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიამ განიხილა სულ 25 საკითხი - აქედან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი იყო 23 საკითხი, რომელთაგან დადებითი რეკომენდაცია გაიცა 20 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 2 და ხარვეზი დადგინდა 1 საკითხზე.

სააგენტოს ინფორმაციითვე, სომხური თემის მიერ წარმოდგენილი 2 საკითხიდან 1 დადებითად გადაწყდა, ერთს ეთქვა უარი.