რუსეთის მოქალაქეობაზე უარს მეექვსე მილიარდერი ამბობს - Tinkoff Bank-ის ბრენდის გაუქმების პროცესი დაწყებულია

რუსი ოლი­გარ­ქი,Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინ­კო­ვი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობს. მან ამის შესახებ გუშინ, 31 ოქტომბერს „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოქალაქეობის დატოვების მიზეზად უკრაინაში რუსეთის ქმედებებს ასახელებდა. 1-ელ ნოემბერს, დილით, პოსტი გაქრა მისი სოციალური მედიის ანგარიშიდან. ბიზნესმენმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პოსტი წაშალა და ეს ამბავი კრემლის „იდუმალებას“ მიაწერა.

ტინკოვმა დაადასტურა გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადა, რომ უკვე დაიწყო Tinkoff Bank-ისგან ბრენდის გაუქმების პროცესი.

„ჩემი გუშინდელი პოსტი იდუმალებით გაქრა. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს კრემლის ტროლების ამბავი“, - წერს ოლეგ ტინკოვი „ინსტაგრამზე“.

მან ასევე განაცხადა, რომ უკვე დაიწყო Tinkoff Bank-იდან თავისი ბრენდის გამოხმობის პროცედურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამას. ”თქვენ გყავთ ახალი მფლობელი, რომლითაც მანიპულირებთ, კარგი, დაარქვით მას პოტანინ-ბანკი”, - დასძინა ტინკოვმა.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Interros Capital-მა, რომელიც ვლადიმერ პოტანინს ეკუთვნის, TCS Group-ში 35% ოლეგ ტინკოვის ოჯახისგან გამოისყიდა, რომელიც, გარდა Tinkoff Bank-ისა, ასევე Tinkoff-ის სადაზღვევო ნაწილს ფლობს.

მაისში ოლეგ ტინკოვმა ბრენდის რუსეთიდან გაყვანის გეგმების შესახებ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ოლეგ ტინკოვი გახდა მეექვსე ბიზნესმენი Forbes-ის სიაში, რომელმაც 2022 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

იხილეთ ასევე: კიდევ ერთი რუსი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ეკა დარჩიაშვილი