საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს არაერთი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტიანი გზით სარგებლობდა. ამჟამად, სამუშაოები ბარათაშვილის ქუჩაზე დასრულდა და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“,- განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩმა“ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.