Johnson&Johnson კომპანიას Abiomed-ს ყიდულობს

ამერიკული Johnson&Johnson (J&J) სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიას Abiomed Inc.-ს ყიდულობს. შეთანხმება უკვე მიღწეულია, გარიგების თანხა კი 16,6 მლრდ დოლარს შეადგენს.

როგორც კომპანიების ერთობლივ განცახდებაში ვკითხულობთ, J&J გადაიხდის 380 დოლარს Abiomed-ის ერთ აქციაში, რაც 50,7%-ით მეტია კომპანიის აქციის გუშინდელ ღირებულებაზე საფონდო ბირჟაზე. Abiomed-ის აქციონერები ასევე მიიღებენ 35 დოლარს იმ შემთხვევაში, თუ მიაღწევენ გარკვეულ მაჩვენებლებს.

მოსალოდნელია, რომ კონტრაქტის საბოლოო გაფორმება 2023 წლის პირველი კვარტლისთვის მოხდება. ამის შემდეგ კი Abiomed-ი დაიწყებს ფუნქციონირებას Johnson & Johnson MedTech-ის განყოფილების ქვეშ.

Abiomed-ის აქციები სამშაბათს 51%-ით გაძვირდა, ხოლო J&J-ის აქციები 0,85%-ით გაუფასურდა. Abiomed-ის კაპიტალიზაცია წლის განმავლობაში 340%-ით არის გაუფასურებული, ხოლო J&J-ის გაზრდილია 1,7%-ით.

კოკა კვირკველია