მეამას სათაო ოფისი კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურსის ოქროს ჯილდოს მფლობელია

"მეამას" სათაო ოფისი უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022, ნომინაციაში საუკეთესო საოფისე სივრცე - ოქროს გამარჯვებულად დასახელდა. მან ასევე ვერცხლის პრიზი აიღო ნომინაციაში - მდგრადი განვითარება.

img-2408-1-1667382292.jpg

არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერ დაპროექტებულ "მეამას" შენობას, უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს აღებული. ეროვნულ დონეზე შერჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა გამოავლინეს. გამარჯვებული კომპანიები, 2023 წლის ივნისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში დაგეგმილ საერთაშორისო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d"Excellence Awars-ზე მიიღებენ მონაწილეობას.

img-0813-1667382327.jpg

ბრენდის გენერალური დირექტორის მოადგილის ქეთა ფირცხალაიშვილის განცხადებით: "მეამასთვის", როგორც ქართული ბრენდისთვის, რომელიც გლობალურ ბაზარზე სულ მალე წარსდგება, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. "მეამა" უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, შესაბამისად მსგავსი სახის აღიარება კომპანიისთვის, რომელიც ქმნის მრავალფეროვან პროდუქციას და მომსახურების მაღალ სტანდარტს, ნამდვილად ძალიან საამაყოა. კომპანიის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს და შენობის პროექტის ავტორს, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს.

(R)