დანიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის სამშაბათს საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გამარჯვების მიუხედავად, ფრედერიკსენი თანამდებობიდან გადადგა, რათა ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ დაიწყოს მოლაპარაკებები.

Reuters-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება, ვინაიდან, “ფრედერიკსენის მეგობრებიც და მტრებიც სკეპტიციზმს გამოხატავდნენ ფართო კოალიციის მიმართ, რომლის ჩამოყალიბებასაც იგი გეგმავს”.

მემარცხენე-ცენტრისტულმა ალიანსმა, რომლის ნაწილიც არის ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიული პარტია, 179-ადგილიან პარლამენტში 90 ადგილი მოიგო. მემარჯვენე ბლოკმა 72 ადგილი მიიღო, ხოლო ცენტრისტულმა პარტიამ 16 მანდატი მოიპოვა.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ფრედერიკსენი ფართო კოალიციის საჭიროების შესახებ საუბრობდა, რომელშიც მონაწილეობას ტრადიციულად გაყოფილი მემარცხენეები და მემარჯვენეები მიიღებდნენ მონაწილეობას. მისი მტკიცებით, საერთაშორისო გაურკვევლობის დროს საჭიროა ეროვნული ერთიანობა.