"აირზენა" სამარაში, სანკტ-პეტერბურგსა და ვლადიკავკაზში ფრენების დაწყებას გეგმავს

"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჯერ ავიაკომპანიიდან ოფიციალური განაცხადი არ შესულა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს"

ავიაკომპანია "აირზენამ", შესაძლოა, ფრენები რუსეთის კიდევ სამ ქალაქში დაიწყოს.

ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჯერ ავიაკომპანიიდან ოფიციალური განაცხადი არ შესულა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ოფიციალური განაცხადი ჯერ არ შემოსულა. მუშაობა მიდის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მხარში ვუდგავართ. თუ არ ვცდები,  საუბარი სამ ქალაქზე იყო. ესენია: სამარა, სანკტ-პეტერბურგი და ვლადიკავკაზი. რაც შეეხება განრიგსა და ტარიფებს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ეს იყო მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჩვენსა და კომპანიას შორის, ოფიციალური განაცხადი ჯერ შემოსული არ არის", - აღნიშნავს გურამ ჯალაღონია.