Yahoo: მომხმარებლები ბუნებრივ რეკლამას ირჩევენ

მომხმარებელთა 60% პოზიტიურად აფასებს ბუნებრივ რეკლამას.

Yahoo-ს კვლევის თანახმად, გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მარკეტოლოგთა 69%-სთვის ბუნებრივი რეკლამა უფრო შედეგიანია.

Yahoo-ს ინფორმაციით, 204%-ით გაიზარდა ბრენდირებული საძიებო მოთხოვნები. ბუნებრივი რეკლამისადმი კეთილგანწყობილია აუდიტორიის მობილური სეგმენტი და მობილური მომხმარებლები სამჯერ უფრო მეტად ინტერესდებიან ბუნებრივი რეკლამის ფორმატის მქონე განცხადებით, ვიდრე სხვა ფორმატის განცხადებებით.

ამასთან ერთად, eMarketer-ის პროგნოზით, 2017 წლისთვის აშშ-ში ბუნებრივ რეკლამაზე დანახარჯები 5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ბუნებრივი რეკლამა ინტერნეტ რეკლამის ისეთი მეთოდია, რომლის გამოყენების დროსაც რეკლამის დამკვეთი საკუთარი პროდუქციისადმი მომხმარებლის ყურადღებას მისთვის იმ კონტენტის შეთავაზებით ცდილობს, რომელიც მომხმარებლისთვის საინტერესოა. კერძოდ, თუ კონკრეტულ საიტზე განთავსებული სტატია მოდაზეა, ბუნებრივი რეკლამის შემცველი სტატიაც სწორედ მსგავსი შინაარსისა და ფორმის იქნება და მკითხველი სულაც ვერ მიხვდება, რომ რეკლამის შემცველ ტექსტს კითხულობს, რადგან რეკლამა იმდენად ბუნებრივია, რომ მკითხველისთვის ის უბრალოდ სტატიის შინაარსია და არა - რეკლამა.